Georgian language · III.3.1
რომელი წინადადება შეესაბამება ტექსტის შინაარსს?
ნარიყალა მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია. ეს უძველესი ციხესიმაგრე მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ლეგენდის მიხედვით, ციხის აგება მეფე ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. ისტორიულ წყაროებში ის შურის ციხედ არის მოხსენიებული, ნარიყალა კი მონღოლთა ბატონობის დროს დაერქვა. სიტყვა „ნარიყალა“ მცირე ციხესიმაგრეს ნიშნავს. ძნელად მისადგომი ეს თავდაცვითი ნაგებობა დავით აღმაშენებლის მეფობის დროს საკმაოდ გაფართოვდა. იგი მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით იყო გამაგრებული. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ერთ- ერთი კოშკის კედლებში